08:32
29 ივნისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ლიდერი
"მთავარი მიზანია, თორემ შეუძლებელი არაფერია" - უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცხოვრების გზა მსახიობობიდან პოლიტიკოსობამდე
10-03-2022

 „მზად ვარ ახლავე დავიჩოქო, ოღონდ მუხლებზე ნუ დადგება ჩემი ქვეყანა!“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წინ. უკრაინის პრეზიდენტს  მანამდეც უთქვამს, რომ „მთავარი - მიზანია, თორემ შეუძლებელი არაფერია“,

რაც არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი სიმტკიცითა და შეუპოვრობით.

მართალია, მომავალი მსახიობი და პოლიტიკოსი უკრაინის სამრეწველო ქალაქ კრივოი-როგში დაიბადა 1978 წელის 25 იანვარს, მაგრამ ადრეული ბავშვობა მონღოლეთში გაატარა, სადაც მისი მამა მუშაობდა. პროფესიით მათემატიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრ ზელენსკი, რომელმაც მოგვიანებით კიბერნეტიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრა ჩაიბარა კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტში, მთელი 20 წელი მუშაობდა შორეულ აზიურ ქვეყანაში, სადაც ადგილობრივებს სამთო-გადამამუშავებელი ქარხნის აშენებაში ეხმარებოდა. 

სწორედ მონღოლურ სკოლაში სწავლობდა მცირეწლოვანი ვოლოდიმირი დაწყებით კლასებში, თუმცა ქვეყნის საგანმანათლებლო კანონის გათვალისწინებით არა ექვსი წლის, არამედ რვა წლის წავიდა პირველ კლასში. მართალია, ბავშვობაში ზელენსკი თავისუფლად ლაპარაკობდა მონღოლურად, მაგრამ უკრაინაში დაბრუნებულმა პრაქტიკის უქონლობის გამო სწრაფად დაივიწყა ერთ დროს მშობლიური ენა.

AutoPlay
"წარმატებული ადამიანები მოძრაობას აგრძელებენ, შეცდომებს უშვებენ, მაგრამ უკან არ იხევენ" - უნიკალური ოტელიერი კონრად ჰილტონი, რომელმაც პირველმა შემოიღო 5-ვარსკვლავიანი შეფასების სისტემა და სასტუმროების ბიზნესის განვითარების ახალი სტანდარტები დაამკვიდრა
23-06-2022
„ტიურინგის მანქანა“ და მისი შემქმნელი - ბრწყინვალე ბრიტანელი მათემატიკოსი და გენიალური კრიპტოგრაფი ალან ტიურინგი, რომელმაც აღიარება მხოლოდ ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მოიპოვა
16-06-2022
"მანამდე ვიოცნებებ, სანამ ტყვია არ შეაჩერებს ჩემს ოცნებებს!" - მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი რევოლუციონერი, რომანტიკული ლეგენდა ერნესტო ჩე გევარა, რომელმაც არგენტინული წარმოშობის ხაზგასასმელად „ჩე“-ს ზედმეტსახელი შეიძინა
09-06-2022
ევროპული საბჭოს მოქმედი პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც მანამდე ბელგიის მთავრობას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინოვნიკია
02-06-2022
"წარუმატებლობა თქვენს ცხოვრებაში რაღაც მომენტში გარდაუვალია, მაგრამ დანებება მიუტევებელია" - აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც 2020 წელს მესამე ცდით შეძლო ქვეყნის უმაღლესი პოსტის დაკავება
26-05-2022
გერმანელი პოლიტიკოსი ურსულა ფონ დერ ლაიენი - პირველი ქალი ევროპული ორგანიზაციის მდივნის პოსტზე, რომელიც ჟურნალ Time-ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის ნუსხაშიც ლიდერობს
19-05-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები