პაატა ბურჭულაძეს პროკურატურაში იბარებენ. გამოძიება ფონდ „იავნანადან“ თანხების შესაძლო გაფლანგვას იძიებს. ბურჭულაძეს მთავარ პროკურატურაში 13 დეკემბერს ელოდებიან. საუბარია ბურჭულაძის საქველმოქმედო საქმიანობასა და ფონდ "იავნანაზე".მთავარი საგამოძიებო უწყება ადგენს, ხდებოდა თუ არა შემოწირულობების მითვისება.ამ დრომდე უცნობია, მივა თუ არა დაკითხვაზე პაატა ბურჭულაძე. მსოფლიო ბანი საქართველოში არ იმყოფება. საოპერო მომღერლის ადვოკატი ამბობს, რომ ბურჭულაძე მზად არის კითხვებს პასუხი გასცეს, ოღონდ იანვარში და მხოლოდ ღია სასამართლო სხდომაზე.