საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გიორგი ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ცერცვაძის ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან რათა არ განხორციელდეს მისი რუსეთისთვის გადაცემა.