ევოკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო "კოვიდ-19-ის“ გავრცელების გამო ბიზნესის ახალ გამოწვევებს და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარება მომევნო 5-6 თვის განმავლობაშიც შენარჩუნდება, ხოლო ზამთრის პერიოდში ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი პრობლემა იჩენს თავს.
ზვიად ჭუმბურიძის თქმით, შექმნილი რთული ვითარების დასაძლევად, აუცილებელია, რომ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ჩამოყალიბდეს კომუნიკაციის ახალი ფორმატი - "დიალოგი ბიზნესთან“. მისივე თქმით, კრიზისიდან ეკონომიკის გამოყვანა შეუძლია ინოვაციურ რეფორმეს, ეს იქნება საგადასახადო კუთხით, ინვესტიციების მოზიდვისა და ბევრი სხვა მიმართულებით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინსიტროს წარმომადგენლები. ასევე საბჭოს წევრი კომპანიები.