მთავრობა ლაილაშამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას გეგმავს. კერძოდ, ამ მიზნით დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 20 სექტემბერს დაიწყება და 23 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 71 ათასი ლარია.როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მომსახურების მიწოდება საპროექტო მონაკვეთზე გზის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას ისახავს მიზნად.