მთავრობა წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების დაახლოებით 70%-ით შემცირებას ელის. ამის შესახებ ნათქვამია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა. უფრო კონკრეტულად კი, წელ, მომსახურების ექსპორტის 55%-იანი კლებაა მოსალოდნელი, რაც თავის მხრივ საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებულ შემოსავლებს გასულ წელთან შედარებით 70%-ით შეამცირებს. კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებთ, მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედების 3-ეტაპიანი გეგმა შეიმუშავა.
უფრო კონკრეტულად კი: მთავრობა 6 თვის განმავლობაში მოახდენს სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას 20 მილიონზე ნაკლები ბრუნვის მქონე სასტუმროებისთვის. ამასთან, კვების ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, რითაც მათ საშუალება მიეცემათ მოაგვარონ ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემები და დააფინანსონ ოპერაციული ხარჯები. მთავრობა ასევე განახორციელებს სპეციალურ აქტივობებს გიდებისა და სხვა პროფესიული ტურისტული სერვისების სწრაფად აღდგენის უზრუნველსაყოფად.