მთავრობამ კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებს შეხვდა, როგორც მან აღბნიშნა ამ ეტაპისთვის განსაკუტრებით მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასება და ანალიზი, მათ შორის ხარვეზების გამოვლენა და გაცნობიერება. მისივე თქმით, განმეორებითი კრიზისების წარმოშობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტების უკეთ მომზადების მიზნით, კვლევის ფარგლებში ასევე შემუშავდება რეკომენდაციები.
გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელის შეფასებით კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის.