მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იწყება. სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. მასზე ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის კუთხით შექმნილ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრებენ.
ამასთან, სავარაუდოდ, განცხადება გაკეთდება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და იმ შეზღუდვების საკითხზე, რომელიც ჯერ კიდევ ძალაში დარჩება. შეგახსენებთ, რომ დღეს, ღამის 12 საათიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი სრულდება.