მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მოგვიანებით პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ საკონონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული თავმჯდომარე ნიკა მელია ტაშით გაამხნევეს.
სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან გაშლილი კარავი საკანონმდებლო ორგანოს წინ გადმოიტანეს. მათი განმარტებით, კარავი, რომელიც რამდენიმე თვეა, პროტესტის ნიშნად პარლამენტის უკანა შესასვლელთანაა გაშლილი, ახლა საკანონმდებლო ორგანოს წინ იქნება გაშლილი.