მთავრობის ადმინისტრაციასთან სოციალურმა აგენტებმა აქცია გამართეს. ისინი ხელფასების 100%-ით გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, "სოლიდარობის ქსელის” თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განუცხადა, სოციალურ აგენტებს ბენეფიციარებთან მისასვლელად ხარჯების გაწევა საკუთარი სახსრებით უწევთ, ეს მაშინ, როდესაც მათ შესამოწმებელი აქვთ 100 ან 170 სახლი.
მისი თქმით, ეს ყველაზე დიდ პრობლემას რეგიონებში წარმოადგენს, სადაც შეიძლება იყოს გასავლელი ათეულობით კილომეტრი. აქციის მონაწილეები შეხვედრას ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან.