სამ თვიანი ლოდინის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმის ჯამური ღირებულება დაახლოებით 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს აღწევს, რომელიც რამდენიმე კონკრეტული ეტაპისგან შედგება.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ის ადამიანები, ვინც სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს მომდევონო 6 თვის მანძილზე მთავრობიგან 200 ლარიან, ჯამში კი 1200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა ამ დახმარებით სარგებლობას დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე შეძლებს, რაც ბიუჯეტს 460 მილიონი ლარი დაუჯდება.
რაც შეეხებათ თვითდასაქმებულებსა და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებს, ისინი შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მთავრობისგან ერთჯერადად 300 ლარის ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. მთავრობის გაანგარიშებით, მოცემული დახმარებისთვის დაახლოებით 75 მილიონი ლარი იქნება საჭირო.
ასევე აღსანიშნავია, რომ მოცემული გეგმის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-ათასსა და 100 ათასს შორისა, 6 თვის განმავლობაში 600 ლარს, ანუ თვეში 100 ლარს მიიღებენ. აღნიშნული დახმარება 190 ათას მოქალაქეს შეეხება. რისთვისაც ბიუჯეტიდან 45 მილიონი ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, 6 თვის განმავლობაში ისინი 100 ლარს მიიღებენ თვეში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.
რაც შეეხება უშუალოდ კერძო სექტორს. მთავრობის განცხადებით, მეწარმეების დასახმარებლად რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგმევა, უფრო კონკრეტულად, ამოქმედდა დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, რომელიც ბიზნეს დაახლოებით 600 მილიონ ლარს ისევ უკან დაუბრუნებს. გარდა ამისა გეგმის ფარგლებში კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი, რაც მათი ლიკვიდობის ზრდას შეუწყობს ხელს, ასევე ბიზნესის მხარდასაჭერად მთავრობა დამატებით 500 მილიონ ლარს გამოყოფს.
ასვე აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა სოფლიოს მეურნეობის წახალისებასაც შეეცდება, უფრო კონკრეტულად, სახელმწიფოს მიკრო საგრანტო სისტემის ზღვარი 30 000 ლარამდე გაიზარდება, ამასთანავე ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის 50 მილიონი ლარი გამოიყოფა.