საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2021 წლიდან 2024 წლამდე გააგრძელოს გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამა, რომელის შედეგადაც, დამატებით 211 სოფლის გაზიფიცირება მოხდება.
ამასთანავე, როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2021-დან 2024 წლამდე მთავრობა სისტემურ ინფრასტრუქტურაზე 20 მილიარდ ლარს დახარჯავს, რაც წინა წლებში იმავე მიზნით გამოყოფილ ბიუჯეტთან შედარებით 2-ჯერ მეტია. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა წალენჯიხაში გაზიფიცირებისთვის გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ გამართლულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით კი უახლოეს თვეებში გეგმის თანახმად, კიდევ 13 თემის და 49 სოფლის გაზიფიცირება დასრულდება და წალენჯიხის მუნიციპალიტეტი შესაბამისი ინფრასტრუქტურით 100%-ით დაიფარება.