დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის წევრებს COVID19-თან დაკავშირებით ტესტები, ჯერჯერობით, არ უტარდებათ. როგორც მან COVID19-ის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით ელოდებოდნენ ახალ ალგორითმებს, რომელსაც უკვე მინისტრმა ხელი მოაწერა.
როგორც იმნაძე ამბობს, განიხილება მაღალი რისკის იმ საჯარო მოხელეების შემოწმება, რომლებიც ვერ შეწყვეტენ მუშაობას, რადგან ამ პერიოდში მათი მუშაობა სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის მართვისათვის.