ხალხში გავრცელებული აზრი, რომ წიწიბურა ხორცს ცვლის, მცდარია, ამასთანავე, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ორგანიზმს წიწიბურაში არსებული სასარგებლო თვისებების ათვისება უადვილდება მჟავე პროდუქტებთან ერთად, ამიტომ მისი მიღებისას შეეცადეთ მჟავე პროდუქტებიც მიირთვათ. წიწიბურას დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რის გამოც ის რეკომენდებულია დიაბეტიანი პაციენტებისთვისაც.წიწიბურას ბუნებრივი ფერი მწვანეა, თუმცა მაღაზიის დახლებზე იშვიათად ნახავთ მწვანე შეფერილობის ამ პროდუქტს, რადგან მწვანე წიწიბურა მოუხალავი და ნედლია, რის გამოც მას შენახვის ძალიან მოკლე ვადა აქვს, სწორედ ამიტომ მწარმოებლები მას ხალავდნენ და ისე უშვებენ სარეალიზაციოდ. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელი გახდა მოხალვის ტექნოლოგიის დახვეწა, რომლის გამოყენებითაც წიწიბურაში შენარჩუნებულია სასარგებლო ცხიმები და პროდუქტი არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. ამასთანავე მოხალული პროდუქტი მწვანეზე ბევრად გემრიელია, წიწიბურას შეძენისას გასათვალისწინებელია მარცვლის სიმთელე.ხარისხიან პროდუქტში არ უნდა იყოს დამტვრეული მარცვლები, მტვერი და უცხო მინარევები. ამიტომ შეიძინეთ წიწიბურა ისეთ შეფუთვაში, რომელშიც კარგად ჩანს მარცვლები, დააკვირდით და არჩევანი მთლიან მარცვლებზე გააკეთეთ. ამასთანავე იცოდეთ!!!ხარისხიან წიწიბურას არ უნდა ჰქონდეს ნესტის და ობის სუნი. ამიტომ მოძებნეთ დაფასოვებული წიწიბურას შფუთვაზე ნასვრეტი,ყველა ხარისხიან წიწიბურას ნასვრეტზე დაწოლით უნდა ასდიოდეს მსუბუქი, წიწიბურასთვის დამახასიათებელი სურნელი. ასევე მისი მომზადებისას უნდა დგებოდეს წიწიბურას სასიამოვნო სურნელი, ხოლო მარცვალი უნდა ფართოვდებოდეს.