მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის პროცესი მიმდინარეობს. დაგეგმილია ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა.
ცნობილია, რომ დაიკითხებიან ის პოლიციელები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებებში. ასევე დაიკითხება ერთ-ერთი ობიექტის უფროსი, რომლისგანაც გარკვეული ვიდეო ჩანაწერებია გამოთხოვილი. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სასამართლოზე მათი დაცვის ქვეშ მყოფთა დანაშაულის დამტკიცება დღემდე ვერ მოხერხდა და ასეც გაგრძელდება, რაც ბრალდების აბსურდულობაზე მიუთითებს.
მტკიცებულებების უდაოდ ცნობასთან დაკავშირებით, არჩილ გაგნიძის ადვოკატი აცხადებს რომ პროკურატურას არ სურს საქმის გამოძიება მალე დასრულდეს, რადგან მისივე თქმით, ამ შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენი დადგება.
საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ ადვოკატები პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობენ.