ცნობილია, რომ მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტებითა და საკვები ნივთიერებებითა მდიდარია. ის ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს განვითარების რისკს და ხელს უწყობს წონაში კლებას. ვაშინგტონისა და ფრაიბურგის უნივერსიტიტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე ჩაის კომპონენტი (ეპიგალოკატექინის გალატი) სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მრავლობითი მიელომა და ამილოიდოზი - ძვლის ტვინის პოტენციურად სასიკვდილო პათოლოგია აღენიშნება.ამილოიდოზი ცილის ცვლის დარღვევაა. მისი ერთ-ერთი ფორმის AL-ამილოიდოზისას, სისხლის პლაზმაში ჩნდება იმუნოგლობინის ანომალური მსუბუქი ჯაჭვები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა ორგანოში, მაგალითად გულსა და თირკმელებში დაგროვდეს. სპეციალისტები შეეცადნენ გაეგოთ როგორ მუშაობს ეს ჯაჭვები და რომელ მათგანზე მოქმედებს ეპიგალოკატექინის გალატი.ექსპერიმენტის მსვლელობისას სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეპიგალოკატექინის გალატს ჯაჭვები უსაფრთხო მდგომარეობაში გადაჰყავს.