
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
მწვანილი, რომელიც ორგანიზმს სიბერისა და სიმსივნური დაავადებებისგან იცავს - რატომ უნდა მოიხმაროთ კამა?
20-11-2019
ოფიციალური სტატისტიკით ყველაზე ინტენსიურად კამას რუსეთში მოიხმარენ. გარდა იმისა, რომ უმატებენ კერძებს, იყენებენ სხვადასხვა წარმოებაში. კამა სასარგებლო მწვანილია. 10 გრამი კამა შეიცავს ორგანიზმისათვის საჭირო A და C ვიტამინების დღიური ნორმის 10 %-ზე მეტს. მასში უხვადაა ასევე ფოლიუმის მჟავა, აგრეთვე სხვა ვიტამინები და მიკროელემენტები.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ანტიოქსიდანტებია, უპირველესად ეს მონოტერპენებია (ლიმონენი და კარვონი). ისინი ბლოკავენ ბევრი კანცეროგენის მოქმედებას, მათ შორის ბენზოპირენის, რომელიც შედის სიგარეტების კვამლში.
კამაში უხვადაა აგრეთვე ისეთი ფლავონოიდები, როგორებიცაა კემპფეროლი და ვიცეტინი. ეს მძლავრი ანტიოქსიდანტები აფერხებენ ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, გვიცავენ სიბერისა და სიმსივნური დაავადებისაგან.
AutoPlay

რატომ გვიკეთია სამედიცინო ნიღაბი უკუღმა?
01-04-2020

რატომ უნდა დავახუროთ უნიტაზს თავსახური
01-04-2020

როგორ ტემპერატურაზე უნდა ირეცხებოდეს სარეცხი ვირუსების დროს?
01-04-2020

რა შემთხვევაში გვიცავს ლატექსის ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან
01-04-2020

არის თუ არა საშიში ჭურჭლის სარეცხი საშუალებების გამოყენება
18-03-2020

ვირტუალური აუტიზმი - ეს უკვე რეალობაა!
18-03-2020