16:32
22 სექტემბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ყოფილ სპეცრაზმელს ზურაბ ფოფხაძესა და მოქალაქე ვახტანგ ბურძენიძეს ბრალი დაუმძიმდათ
25-01-2020

ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ. აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსს“ წურწუმიას ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა. როგორც ლონდარიძე განმარტავს, დაკავებულების,  ყოფილი სპეცრაზმელის, ზურაბ ფოფხაძისა და მოქალაქე ვახტანგ ბურძენიძის ბრალს კიდევ ერთი მუხლი დაემატა - თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჯგუფურად. ადვოკატის თქმით, საქმის წარმოება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კუთხით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ნესტან ლონდარიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის შედეგები ცნობილი გახდება, გამორიცხული არ არის ბრალდებულებს ბრალი კიდევ ერთხელ დაუმძიმდეთ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე ზურაბ ფოფხაძე 5 იანვარს დააკავეს. ამავე საქმეზე, 8 იანვარს, ბრალდებულის სახით დააკავეს ვახტანგ ბურძენიძე.

AutoPlay
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სოფელ დიღომში, დაბადების დღესთან დაკავშირებული ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა
გამოქვეყნდა 13 წუთის წინ
სომხეთში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 21 წუთის წინ
ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამერიკელი ჯარისკაცები ბელარუსის საზღვართან დაგეგმილზე მეტ ხანს დარჩებიან
გამოქვეყნდა 22 წუთის წინ
შს მინისტრმა არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ბრძანება გამოსცა
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
პროკურორი - მიხეილ რამიშვილი ორჯერ უკვე გაიქცა და ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი 23-ე პაციენტი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 34 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები