მუქარისა და პოლიციელების მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული მუსა ხანგოშვილი ყვარლის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.ხანგოშვილი შაქრიანი დიაბეტითაა დავადებული, რის გამოც მედიკოსების გადაწყვეტილებით, საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა.მანამდე კი ხანგოშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. თავად დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.დაკმაყოფილდება თუ არა გურჯაანის რაიონული სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას ხანგოშვილის პატიმრობაში დატოვების შესახებ, 6 აგვისტოს გაირკვევა.ხანგოშვილმა რამდენიმე დღის წინ ახმეტის რაიონის პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის შემდეგ, მას ადმინისტრაციული წესით 2000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს და გაათავისუფლეს, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ ის დააკავა.მუსა ხანგოშვილის დედამ, მედეა ხანგოშვილმა მედიასთან პირველ კომენტარი გააკეთა.