პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მუსა ხანგოშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მუსა ხანგოშვილი რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და მან საქართველოს საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის მუხლი 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.