უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს სხვადასხვა ტიპის შეღავეთების დაწესებაზე იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი.
მისივე განმარტებით მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა.
როგორც ღიბრაძემ განმარტა აღნიშნული საკითხი საბჭოს უახლოვეს მომავალში წარედგინება.