19 ოქტომბრის ჩათვლით დედაქალაქში 25-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი შემოდგომის თბილისი მიმდინარეობს, ფესტივალს წარმოგიდგენთ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრი და თბილისის მერია. მრავალფეროვან პროგრამაში ფესტივალის ფარგლებში იგორ სტრავინსკის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა და საგუნდო კაპელამ, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით წარმოგვიდგინეს.