საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დამოუკიდებლობის დღისთვის გენერალური რეპეტიცია თავისუფლების მოედანზე გაიარა. ფიცის დადებისთვის ემზადება საქართველოს შეიარაღებული ძალების საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის პირადი შემადგენლობა. ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან, წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინსტრუქტორთა შემადგენლობა, სერჟანტთა კოლოფი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, ქართულ-ამერიკული პროექტის მონაწილე 43-ე ბატალიონი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორები და რეკრუტების 6 კოლოფი. დღესვე, რეპეტიცია გაიარა ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა და სარიტუალო ასეულმა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყობა. გამოფენა ასევე გაიმართება სხვადასხვა ქალაქში.