მზიურის პარკში სასწავლო პროცესის აუდიტორიაში აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა წევრმა, მშობელთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ნინო რობაქიძემ აღნიშნა, მოსწავლეების სურვილები და ლეგიტიმური ინტერესები გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ, პანდემიის მენეჯმენტის არც ერთ ეტაპზე არ იყო გათვალისწინებული.