2 თებერვლიდან "მანი"-ს ახალი ავტობუსები N37 მარშრუტზე იმოძრავებენ. სადგურის მოედანი-აეროპორტის მიმართულებით 10 ახალი ავტობუსი ივლის. ამავდროულად, აღდგება ღამის რეისებიც. 23.00 საათიდან დილის 7 საათამდე პერიოდში პირველ ეტაპზე 90-წუთიანი ინტერვალით თითო ლურჯი ავტობუსი იმუშავებსN37-დან გათავისუფლებული საშუალო ტევადობის "ბოგდანები" სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება: N19, 50, 72 და 101 მარშრუტებს თითო ავტობუსი დაემატება. შემდეგ ეტაპზე ახალი ავტობუსები N14 მარშრუტზე დაინიშნება, რომელიც დიდი დიღმიდან ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს.