კიევში ნადეჟდა სავჩენკოს ავტომობილი ქალს დაეჯახა. სოციალური ქსელების საშუალებით შემთხვევის ამსახველი რამდენიმე ფოტო გავრცელდა. მოგვიანებით, ინფორმაცია სავჩენკოს დამ ვერა სავჩენკომაც დაადასტურა. როგორც აღმოჩნდა, ინციდენტი დეპუტატის სახლთან ახლოს მოხდა, ავტომობილს ვერა სავჩენკო მართავდა, ნადეჟდა კი მანქანაში იმყოფებოდა. ქალბატონს, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მის სიცოცხლეს საფთხე არ ემუქრება.