ბრიტანელი არტისტის, Banksy-ის ნახატი, სადაც ის იმპრესიონისტი მხატვრის, კლოდ მონეს ნახატს აშარჟებს, სოთბისის აუქციონზე 9.8 მილიონი დოლარი გაიყიდა.ზეთის საღებავებით შესრულებულ ნახატს Show Me The Monet [მაჩვენე მონე] ჰქვია და ის კლოდ მონეს კლასიკის - The Water-Lily Pond-ის შარჟია.
ნამუშევრის თავდაპირველი ფასი 3 მილიონი გირვანქა სტერლინგიდან 5 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე იყო გათვლილი, თუმცა 5 კოლექციონერის შეჯიბრმა ფასის საგრძნობლად აწევა გამოიწვია. ამის შედეგად, Show Me The Monet გახდა Banksy-ს რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნახატი.
არტისტის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი 2009 წლის - Devolved Parliament-ია, რომელიც აუქციონზე 9.9 მილიონ გირვანქად არის გაყიდული.