შოთა ადამაშვილი ქართველ მაყურებელს შეიძლება ახსოვდეს სხვადასხვა სატელევიზიო მუსიკალური შოუდან: ამ მომღერალმა მაშინვე მიიქცია ყურადღება როგორც თავისი განსაკუთრებული სტილით, ისე შესრულებითაც.წლების შემდეგ ის ისევ ქანთრის თავდადებული მუსიკოსია და თანაც ერთადერთი საქართველოში.18 დეკემბერს მან თავის საავტორო სიმღერაზე Georgian Country Singer ვიდეოკლიპი გამოუშვა, რომელიც ნაწილობრივ შოთას მშობლიურ ქალაქ ბოლნისშია გადაღებული და როგორც ქანთრის შეეფერება, ვესტერნის ელფერი დაჰკრავს.