შიდა კადრები დამწვარი „ბავშვთა სამყაროდან“ - მოვაჭრეებმა საკუთარ დახლები გადაიღეს. "ოქროს სამყაროს" მოვაჭრეთა ნაწილის თქმით, მათი კუთვნილი ძვირფასეულობა სრულად განადგურებულია. როგორც ”ოქროს სამყაროს” ტერიტორიიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მოვაჭრემ ლუიზა შოთაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას შესვლის უფლება მისცეს, თუმცა სრულად განადგურებულია რამდენიმე ერთეული დახლი, სადაც მათი კუთვნილი ძვირფასეულობა იყო.