20:37
2 აპრილი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
ნაკლებად ჩაგრავენ ქალებს; ზრდასრულობისას მეტს გამოიმუშავებენ - დასაქმებული თუ დიასახლისი დედების შვილები არიან უფრო ბედნიერები?
20-08-2018

გავრცელებული აზრი, რომ დასაქმებული დედების შვილები დიასახლისების შვილებზე ნაკლებად ბედნიერები არიან, ჰარვარდის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ არ დაადასტურა. კვლევის მიხედვით, ბავშვის ბედნიერებაზე ნაკლებად მოქმედებს ისეთი ფაქტორი, როგორიცაა დედის მუშაობა. კვლევის თანახმად, დასაქმებული და დიასახლისი ქალების შვილები ერთნაირად ბედნიერები არიან.
ამავე კვლევის მიხედვით, ის გოგოები, ვისი დედაც დასაქმებულია, ზრდასრულობისას, წელიწადში, საშუალოდ, $1 880-ით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე დიასახლისების ქალიშვილები.
დედების მუშაობა დადებითად აისახება ვაჟებზეც. ისინი ნაკლებად ჩაგრავენ ქალებს, ცოლად მოჰყავთ ქალი, რომელიც მუშაობს და ოჯახის წევრებზე ზრუნვას მეტ დროს უთმობენ, ვიდრე დიასახლისი ქალების ვაჟები.

კვლევა მსოფლიოს 29 ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვებს ეფუძნება. კვლევის ფარგლებში 100 ათასი ქალი და კაცი გამოკითხეს იმის გასარკვევად, თუ რა გავლენა იქონია დედის მუშაობამ შვილებზე ზრდასრულობის ასაკში.


გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები