ნამსხვრევები - კანადელი პოეტისა და მწერლის, ენ მაიკლსის სადებიუტო რომანი, ორიგინალი დაწერილია ინგლისურად, პირველი ტირაჟი 1996 წელს კანადაში გამოიცა, ერთი წლის შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში. წიგნი გამოსვლისთანავე დასახელდა ნიუ იორკ თაიმსის ღირსშესანიშნავ წიგნად.წიგნის მთავარი გმირი 7 წლის ებრაელი ბიჭი სახელად იაკობია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთში ცხოვრობს. მას ნაცისტები საკუთარ სახლში ოჯახის წევრებს თვალწინ მოუკლავენ, იაკობი მათ კარადის უკან დაემალება და ასე გადაურჩება სიკვდილს, მოგვიანებით ტყესშეფარებულ ბიჭს ბერძენი გეოლოგი იპოვის, რომელიც იშვილებს და საბერძნეთში წაიყვანს საცხოვრებლად. ომის დასრულების შემდეგ, ისინი ტორონტოში გადადიან, სადაც უკვე გაზრდილი იაკობი ორჯერ ქორწინდება. წიგნის მთავარი გმირი პოეტია.