ნანი ბრეგვაძის და კრის ბოტის ერთობლივმა კონცერტმა Black Sea Arena-ზე ანშლაგით ჩაიარა. ლეგენდარული ქართველი მომღერლის სცენაზე გამოჩენას მაყურებელი ფეხზე ადგომითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეხვდა. კონცერტზე მაყურებლის წინაშე სპეციალური სტუმარი, "გრემის" მფლობელი ამერიკელი მუსიკოსი კრის ბოტიც წარსდგა, რომელიც საქართველოში სპეციალურად ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამოსთვის ჩამოვიდა. კონცერტი მუსიკალურად ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით გააფორმა. კონცერტზე ასევე იმღერეს ეკა მამალაძემ, ნატალია ქუთათელაძემ, ნინო ქათამაძემ და სხვა მუსიკოსებმა.კონცერტზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ უნიკალურ კადრები არქივიდან. კონცერტი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა.