საქართველოს კულტურის პალატა ცნობილი ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის სახელობის მუსიკალურ ფესტივალს აარსებს. რომელიც ყოველი წლის სექტემბერში, ქალაქ ბათუმში ჩატარდება. ამის შესახებ კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დათო ოქიტაშვილმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.