კოლუმბიისა და ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტების მეცნიერებმა შეიმუშავეს ნანოპლასტირი, რომელიც წონის დაკლებას უწყობს ხელს. აღნიშნავენ, რომ პლასტირი, თეთრი ცხიმიდან ყავისფერ ცხიმად ტრანსფორმაციას უწყობს ხელს. თეთრი ქონი ინარჩუნებს ჭარბი რაოდენობის ტრიგლიცერიდებს, ხოლო ყავისფერს ის გაცილებით ნაკლები აქვს. ანალოგიური ეფექტი აქვს ჰორმონების მიღებას, თუმცა ის მთლიან ორგანიზმზე მოქმედებს და გვერდითი ეფექტებიც აქვს. ცხიმის დამწვავი პლასტირის მუშაობა მეცნიერებმა თაგვებზე შეამოწმეს. ცდებმა აჩვენა, რომ იმ ადგილას, სადაც მიკრული იყო პლასტირი, ქონის მასა ოთხ კვირაში 20%-ით შემცირდა. მეცნიერების თქმით, მსგავს მეთოდს მალე ადამიანებზეც შეამოწმებენ.