ნარკოდანაშაული სამეგრელოში - პოლიციამ ანაკლიასა და განმუხურში 2 პირი დააკავა.მათ შორის ერთერთი ირანის მოქალაქეა რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი პოლიციელებმა განმუხურში დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალების შემცველი 2 ფირფიტა აღმოუჩინეს. დაკავებულს "მარიხუანის", "ამფეტამინის", "მეტამფეტამინის" და "მდმა"-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ის 260-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს.