22:43
5 დეკემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ირაკლი ქორიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
01-04-2018

ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილს ირაკლი ქორიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ორ დანაშაულს ედავება. კერძოდ, ქორიძეს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში. როგორც  ქორიძის ადვოკატმა სალომე ჯანიაშვილმა განაცხადა, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, ადვოკატის თქმით, ქორიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი  უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.

AutoPlay
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება - არჩილ თალაკვაძე
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პარლამენტის შენობასთან სამართალდამცავებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება იყო
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
რა ვითარებაა ამ წუთებში პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო ატივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი - პირბადეების სწორ გამოყენებას ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები