ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბაჩო სირაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებული 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამასთან, ბაჩო სირაძეს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობა.ბრალდებულს ასევე აეკრძალა 22:00 საათიდან 08:00 საათამდე მუდმივი საცხოვრებლის დატოვება.ბაჩო სირაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით 21 მაისს დააკავეს. ის სამართალდამცველებს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს.