ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ყაზბეგის N 22-ში ხეების ჭრის პროცესი შეჩერებულია. გადაწყვეტილება დავით ნარმანიამ მიიღო. მერიაში განმარტავენ, რომ მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს "ფორესთ კომპანის" მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა. საქმის მასალები უკვე მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნა. ამასთან მერია განმარტავს, რომ მათ ნებართვა მხოლოდ ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადი ხეების მოჭრაზე გასცეს. პარტიზანი მებაღეები და ყაზბეგის გამზირის მცხოვრებლები კი პროტესტის აქციებს არ წყვეტენ. როგორც ნატა ფერაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსს" განუცხადა, მათ გეგმებზე თბილისის მერის გადაწყვეტილება არ მოქმედებს და აქციებს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე საკითხთან დაკავშირებული მერიის შესაბამისი სამსახურების წამომადგენლები პოსტებს არ დატოვებენ.