NASA-მ აშშ-ის საზღვრებს მიღმა პირველი კომერციული რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.ტელეარხის ინფორმაციით, რაკეტა ავსტრალიის ტერიტორიიდან, კოსმოსურ ცენტრ არნჰემიდან გაუშვეს. ეს ავსტრალიაში განხორციელებული რაკეტის პირველი გაშვებაა ბოლო 25 წლის განმავლობაში. რაკეტა კოსმოსში დაახლოებით 300 კილომეტრს გაივლის. მისიის მიზანი თანავარსკვლავედების ალფა კენტავრი A და B შესწავლაა, რომლებიც მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩანს.NASA ავსტრალიიდან კიდევ 2 რაკეტას გაუშვებს - 4 და 12 ივლისს და მიღებული მონაცემებით ჩაატარებს კვლევებს, რომელთა განხორციელება მხოლოდ დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან არის შესაძლებელი.