NASA-მ მარსზე გასაშვები პარაშუტი გამოსცადა. როგორც ვიცით, ამერიკული აეროკოსმოსური სააგენტო პროექტის „მარსი 2020“-ის განხორციელებისთვის ემზადება. ამ მიზნით არაერთი ექსპერიმენტი ჩატარდა, მათ შორის გამოსცადეს პარაშუტი, რომელიც მფრინავ აპარატს საშუალებას მისცემს წითელი პლანეტის ზედაპირზე უსაფრთხოდ დაეშვას. ექსპერიმენტების პროცესში ორი სხვადასხვა სახის პარაშუტი გამოსცადეს. პირველი მათგანი ჯერ კიდევ 2012 წელს გამოიყენეს მარსზე სამეცნიერო ლაბოლატორიის ჩასატანად. მეორე კი ახალი პარაშუტია, რომელიც აღჭურვილია ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებული ტყვიაგაუმტარი ქსოვილით. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სწორედ მეორე ვარიანტს გამოიყენებენ მომავალში, ვიანიდან მას უფრო მეტი ტვირთის გადატანის შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 2012 წელს გამოყენებულს.
როგორც პროექტის „მარსი 2020“-ის მენეჯერი, ჯონ მაკნამი აცხადებს, 2020 წელს წითელ პლანეტაზე ისეთი რაოდენობის ტვირთის ჩატანას გეგმავენ, რაც ამდრომდე არასოდეს ჩაუტანიათ. მისივე თქმით, ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, თუ როგორ გაფრინდება და დაჯდება პარაშუტი მარსზე, შედეგით პროექტის ხელმძღანელები კმაყოფილები არიან.