ნასამ "მარსზე ცხოვრების" ექსპერიმენტი დაასრულა. ექსპერიმენტის ხანგრძლივობა ერთ წელს შეადგენდა. აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ ექსპერიმენტის ადგილად ჰავაის კუნძულები შეარჩია. სიმულაციაში მონაწილეობა 6-მა ადამიანმა მიიღო. ისინი იმ პირობებში ცხოვრობდნენ, რაც მარსზე წასულ ასტრონავტებს დახვდებათ."ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ექსპერიმენტი 2015 წლის 29 აგვისტოს დაიწყო. ფრანგი ასტრობიოლოგი, გერმანელი ფიზიკოსი და ოთხი ამერიკელი მფრინავი, არქიტექტორი, ჟურნალისტი და აგრონომი ძალიან მცირე ფართობის მქონე ნაგებობაში ცხოვრობდნენ, ისე, რომ არც ერთ მათგანს პირადი სივრცე არ ჰქონდა.