ნასამ "თოვლის კაცის" ფორმის კოსმოსური კლდის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. 32 კილომეტრის სიგრძის კლდეს, რომელიც ნეპტუნის ორბიტის გარეთ მდებარეობს, ფოტოები 1 იანვარს მისია "ახალი ჰორიზოტების" ხომალდმა გადაუღო. 2014 წელს აღმოჩენილი კლდე, სახელად Ultima Thule, ორი მომრგვალო ფორმის მასისგან შედგება, რის გამოც მას თოვლის კაცს ამსგავსებენ. მისიის ხომალდმა Ultima Thule-ს ფოტოები 28 000 კილომეტრის მანძილიდან გადაუღო. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კლდის ამტოსფეროსა და მისი ზედაპირის ქიმიური შემადგნელობის შესწავლას შეძლებენ, რაც ნასას წარმომადგენელთა თქმით, კოსმოსის შორეულ ნაწილში მდებარე ციური სხეულის ყველაზე ახლოს შესწავლის შემთხვევა იქნება.