„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“ საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, COVID–19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის,150 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც შემდეგი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს:
STOPCOV ფონდი - ფულადი სახსრების შეტანა სახელმწიფო ფონდში, რომლის ადმინისტრირებას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ახორციელებს; „ფონდი ნატახტარი“ - მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების მხარდაჭერა ონლაინ ფსიქოლოგიური კონსულტაციით, ბინის ქირის გადასახადით, მედიკამენტებითუზრუნველყოფა (რისკჯგუფში მყოფი ბენეფიციარებისთვის), განათლებით და სოციალური დახმარებით მათთვის, ვინც ამ პერიოდში სამსახურის გარეშე დარჩა. ამასთან, „ფონდი ნატახტარის“ ბენეფიცირებს რეგულარულად მიეწოდებათ ინფორმაცია COVID–19-ის წინააღმდეგ პრევენციული ზომების შესახებ; საზოგადოების მხარდაჭერა - ორი თვის მარაგი სადეზინფექციო ხსნარების მიწოდება ინფექციური საავადმყოფოსთვის; პროდუქციის მიწოდება- სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფონდების მეშვეობით, მათ შორის: 70 წელს ზემოთ ადამიანებისთვის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, კარანტინში მყოფი პირებისთვის,ასევე მედპერსონალისთვის.
„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“ პანდემიის წინააღმდეგ მიმართულ კოპორაციულიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებთან ერთად, ითვალისწინებს რა მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს, 16 მარტიდან გადასულია დისტანციურ მუშაობაზე და განსაკუთრებული რეჟიმის პირობებში აგრძელებს საკუთარ საქმიანობას და პროდუქციის წარმოებას.
კომპანია ყოველდღიურად ახდენს საწარმოო აღჭურვილობის, საამქროების, წარმოებული პროდუქციისა და სატრანსპორტო საშუალებების სრულფასოვან დეზინფექციას. ამასთან, წარმოების პროცესი მაქსიმალურად ავტომატიზებული ფორმით მიმდინარეობს, პერსონალის მონაწილეობის გარეშე. ამასთან, ქარხანამ მაქსიმალურად შეამცირა სამუშაო საათები და სამოძრაო არეალი საველე ჯგუფებისთვის. აიკრძალა გარე ვიზიტორების დაშვება ქარხნის და ადმინისტრაციული ოფისების ტერიტორიაზე.