ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარე გამოძიებას, წამების კვალიფიკაცია დაემატა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიღებული დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩილ ტატუნაშვილს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.