კლუბების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ არ დაგვისრულებია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მეზვრიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ მიეცნენ პასუხისგებაში კლუბების ხელმძღვანელები, თუკი მათ ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა.