მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რეგიონებში ამომრჩევლებთან შეხვედრები და წარდგენები პოლიტიკური პროცესია, რომელსაც პანდემიის მიუხედავად გვერდს ვერ ავუვლით.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა წესები დაიცვას.
მეზვრიშვილის განცხადებით, არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხოდ და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით ჩატარდება. ამის შესახებ მეზვრიშვილმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ამომრჩევლებისა და დამკვირვებლების უსაფრთხოება დაცული იქნება.