ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას არბიტრაჟის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, „ფრონტერასთან“ ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობა ჰქონდა. მინისტრის თქმით, მთავრობამ კომპანიასთან ხელშეკრულება აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე არ შეწყვიტა. ამასთან, მინისტრის შეფასებით მცდელობები, რომ ჩრდილი მიაყენონ საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობას, უსუსური და არაფრის მომცემია. თურნავას შეფასებით ყველა ასეთი მცდელობის შედეგიიქნება ის, რომ უხერხულობაში ჩავარდება ზოგიერთი კონგრესმენი