საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვები სწორ დროს დააწესა, რის შედეგადაც დღეს ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება და გაჯანსაღება დაიწყო. მისი თქმით, გაზაფხულზე თითოეული შემთხვევა იყო გაცილებით დიდი შოკი და დიდი საფრთხე და აქედან გამომდინარე, შეზღუდვების დაწესება საჭირო იყო რათა მთავრობა მომზადებულიყო. თურნავას თქმით, ეკონომიკის აღდგენა მიმდინარეობს და ამაზე ციფრები მეტყველებს.