ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია და არსებულს ვითარებას გაეცნო. მინისტრმა აეროპორტის მოფრენის და გაფრენის ტერმინალები, შენობაში არსებული მაღაზიები და კაფეები, ასევე ავიასალაროები და სარეგისტრაციო დახლები დაათვალიერა. ნათია თურნავა ამბობს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დათვალიერებისას საკმაოდ ბევრი ხარვეზი აღმოაჩინა და გამოსასწორებლად „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას გარკვეული ვადა მისცა.