ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლიეტუვას ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან ონლაინ შეხვედრა გამართა. აღნიშნული სამინისტრო ასევე კურირებს ტურიზმის სექტორს. შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის მიზნით უსაფრთხო დერეფნისა და სამოგზაურო პროტოკოლების ამოქმედების მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ ავიაკომპანია "ვიზეარი", რომელიც პანდემიამდე რეგულარულ რეისებს ასრულებდა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, მზადაა აღადგინოს აღნიშნული მიმართულებით ფრენები.